ნიკო ბერძენიშვილი: საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის
საქართველოს რუსეთთან შეერთება, როგორც ისტორიული ფაქტი, თავიდანვე საკამათო თემა გახდა. ვინ ერეკლე ||-ის ამ ნაბიჯს დადებითად აფასებდა, ვინ კიდევ საყვედურობდა მას. სიმართლეს თუ ვიტყვით, სასწორის პინა მაინც ერეკლე მეფის მომხრეთა მხარეზე იხრებოდა.
ჩვენ არ ვაპირებთ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის ისტორიოგრაფიის განხილვას. მხოლოდ ორ ფაქტს გავიხსენებთ. აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილმა 1945 წლის ღვინობისთვეში სოჭის ახლოს იოსებ სტალინთან შეხვედრის დროს გააკეთა მეტად მნიშვნელოვანი ჩანაწერი: "სტალინს საჭიროდ მიაჩნდა, წიგნის ბოლოში (იგულისხმება "საქართველოს ისტორიის" სახელმძღვანელო, - რედ.) ითქვას საქართველოს არჩევანის შესახებ, რომ საქართველოს ფეოდალურმა დაშლილობამ და რთულმა საგარეო პირობებმა ბოლო მოუღეს, რომ ოსმალეთი და ერანი ყოვლად მიუღებე
...
კითხვის გაგრძელება »