იაკობ გოგებაშვილი - 12 მარტში 2010 - Персональный сайт
კვირა, 11.12.2016, 12:52მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » იაკობ გოგებაშვილი
18:53
იაკობ გოგებაშვილი


იაკობ გოგებაშვილი

1840-1912

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო". – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობი დაიბადა გორის რაიონის სოფელ ვარიანში. მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. მას ძალიან უყვარდა ღმერთი და ერთგულად ემსახურებოდა მას. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს სულ ადვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, სესაინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარი".

მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სკოლაში მიაბარა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სკოლაში გადაიყვანა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია. სკოლის დამთავრების შემდეგ სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი სამშობლოში დაბრუნდა. მალე იგი თბილისის სასულიერო სკოლის ზედამხედველად დანიშნეს. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სრულიად გააუქმა დასჯა და შემოიღო „დედა ენის" სწავლება. პირველკლასელებს შეუდგინა „ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი". იაკობ გოგებაშვილი მოსწავლეებს უნერგავდა სამშობლოს სიყვარულს, უღვივებდა ინტერესს საქართველოს ისტორიისადმი. ეს ძალიან არ მოსწონდა ცარისტულ ხელისუფლებას, რომელიც ყველანაირად ცდილობდა აღმოეფხვრა ქართველებში ყველაფერი ქართული და მის მაგივრად რუსული ჩაენერგა. ამიტომ იაკობი, როგოც პოლიტიკურად არასაიმედო პირი, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა მის მოღვაწეობას. გარდა სახელმძღვანელოებისა, იაკობმა სხვადასხვა დროს ბავშვებისათვის გამოსცა საკითხავი წიგნები, რომელშიც შეტანილი იყო მრავალი მოთხრობა: „იავნანამ რა ჰქმნა?!", „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", „თავდადებულნი ქართველნი" და სხვა.

იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. იგი ეხმარებოდა ბევრ ქართველ მწერალს, ეხმარეობდა ხელმოკლე მოსწავლეებსაც. ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს, ბევრმა კი მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.

იაკობ გოგებაშვილი იმ დროინდელი ქართველი მოღვაწეების გვერდით წარმატებით თანამშრომლობდა ახლად ფეხადგმულ ქართულ პრესაში: ჟურნალებში „ივერიაში", „მოამბეში", „დროებაში"... მოთხრობებს აქვეყნებდა, ასევე, საყმაწვილო გამოცემებში: „ჯეჯილში", „ნაკადულში", „ნობათში".

იაკობ გოგებაშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მოღვაწეებთან, განსაკუთრებით მეგობრობდა აკაკი წერეთელთან, ილია ჭავჭავაძესთან, ნიკო ლომოურთან, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარესთან დიმიტრი ყიფიანთან და სხვებთან.

მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.

სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იგი თავდაპირველად დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ კი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

კატეგორია: ბიოგრფიები | ნანახია: 739 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1  
vaime szalian kargi da sainteresos wert

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი
200