1.პროექტის სახელი:იაკობ გოგებაშვილის კვირეული 2.პროექტის მოკლე აღწერა:იაკობ გოგებაშვილის შემოქმედების პრეზენტაცია სხვადასხვა სახით. 3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებს.ამავე თემის ირგვლივ ჩაუტარდებათ საკონკურსო გამოკითხვა,ტესტირებები;მოეწყობა მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთების გამოფენა;მოეწყობა სასცენო ისცენირება (იაკობის მოთხრობის პერსონაჟების გაცოცხლება ორიგინალური ვერსიით.) 4.მოსწავლეთა ასაკი:6–9 წლამდე 5.ვადები:2–4 თვე 6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:სწავლობენ იაკობის მოთხრობებს, ეძლევათ დავალებად (შესაძლოა საშინაოდ)მოთხრობების შინაარსის მიხედვით ნახატის ან ხელნაკეთის შექმნა.გაკვეთილზე სასურველია სპეციალურად მომზადებული ტესტების შესრულება, რომელიც ორიენტირებული იქნება ტექსტის შინაარსის დაწვრილებით ცოდნაზე.(უნდა ახსოვდეთ პერსონაჟის სახელები,მათი მოქმედებები დ ა.შ.) 7.სამუშაო ენა:ქართული საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართული ენა, ხელოვნება, მუსიკა. პროექტის ფასილიტატორი:თეა შენგელია. შეფასების რუბრიკა დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.
|