თემურ ლენგი - 12 მარტში 2010 - Персональный сайт
კვირა, 11.12.2016, 12:53მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » თემურ ლენგი
17:08
თემურ ლენგი

 

თემურლენგი

(გადამისამართდა გვერდიდან თემურ ლენგი)
თემურლენგის ბიუსტი

თემურლენგი (ევროპულად, ტამერლანი) (დ. 1336ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი,1405ოთრარი), შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და.1362 ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო დაჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს1388 აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი.

თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.

თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.

თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 იგი შეიჭრაინდოეთში და დაიპყრო დელი1400 დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 ანკარასთან დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I1404 ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.

თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სისასტიკით. 1386-1403 თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხის შემდგომ განვითარებას.

კატეგორია: მეფეები | ნანახია: 758 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი
200