simon chiqovanis biografia - 12 მარტში 2010 - Персональный сайт
კვირა, 11.12.2016, 12:51მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » simon chiqovanis biografia
13:23
simon chiqovanis biografia

სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1901 წ. 24 აპრილს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო, შემდეგ კი 1914 წელს, ქუთაისის რეალურ სასწავლებელში. პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. მისი ოცნება ყოფილა, შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ სულში ჩამარხულმა პოეტურმა მადლმა სულ სხვაგვარად წარმართა სიმონის ცხოვრება. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილით იგრძნობა ბავშვობაში განუცდელი მშობლიური ალერსის მონატრება. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ყოველივე ეს, ოჯახურ ხელმოკლეობასთან ერთად, ფრთებს კვეცდა და თრგუნავდა მომავალი პოეტის ბავშვურ სილაღეს. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ხოლმე მართალი ადამიანური სევდა და თავისებური სამდურავი წუთისოფლისადმი: ,,სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”. ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა, ბებიასთან, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას და გატაცებით ესაუბრებოდა შვილიშვილს მის შესახებ. თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა ,,ჩემი გვარეულობა, - წერდა ერთგან იგი, - ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით - ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში”.

1917 წელს ს. ჩიქოვანს მამა გარდაეცვალა. მამის სიკვდილით გამოწვეულმა ტკივილმა სათანადო პოეტური ასახვა ჰპოვა მისადმი მიძღვნილ ლექსში.

მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი - ,,საქართველო - ფენიქსი’’. 1924 წლიდან ს. 1924-28 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: ,,H2SO4’’, ,,ლიტერატურა და სხვა”, ,,დროული”, და ,,მემარცხენეობა”. ჩიქოვანი მუშაობას იწყებს ახალდაარსებული ჟურნალის-,,მნათობის’’ რედაქციაში.

1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, ს. ჩიქოვანი ენერგიულად ებმება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი ხდება. 1932 წლიდან იგი ინიშნება გამომცემლობა ,,საბჭოთა მწერალის” მთავარ რედაქტორად. 1944-51წ.წ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-60 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ ,,მნათობს”. ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ს. ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და პრემიებით. მათგან, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიყოს საკავშირო სახელმწიფო პრემია, რომელიც 1947 წელს მიენიჭა პოემისათვის ,,სიმღერა დავით გურამიშვილზე” და ლექსებისათვის; ,,ვინა სთქვა”, ,,ქართლის საღამოები”, ,,გამარჯვების ზეიმი” და ,,გორი”. ს. ჩიქოვანი იყო ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტური თანამდგომი. მისი ხელშეწყობითა და უშუალო მზრუნველობით არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოვიდა დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე.

იგი იყო არამარტო შესანიშნავი პოეტი, არამედ ღრმად ერუდირებული ლიტერატორიც. მისი წერილები და ესეები გვხიბლავენ მასშტაბურობით, დახვეწილი გემოვნებითა და მაღალი პროფესიონალიზმით.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ს. ჩიქოვანისა და მისი მეუღლის მარიკა ელიავას ურთიერთობა. მარიკა ელიავა თავისებური, დაუვიწყარი სილამაზისა იყო. იგი აღსავსე იყო სინაზითა და ქალური, საამო მომხიბვლელობით, მაგრამ არც სიმამაცე-სიმტკიცეს იყო მოკლებული, რაც მას და მის საყვარელ სიმონს ძალას მატებდა მძიმე განსაცდელის ჟამს. ინტელიგენტურობა, განსწავლულობა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ლიტერატურაში, ბუნებრივი გემოვნება და ტაქტი, უმწიკვლო სამართლიანობა და პოეტურობა - მისი ბუნების ამ თვისებებმა აქციეს მარიკა არა მარტო პირველ მსმენელად, არამედ მრჩევლად და მისი შემოქმედებითი მიღწევების თანამონაწილედ. ისინი მართლაც რომ ბედნიერები იყვნენ.

ავბედით 1937 წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკო ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი თინა. მათი ვაჟიშვილი ნიკა აღსაზრდელად მარიკამ და სიმონმა აიყვანეს. მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ხუთი წლის ბავშვისათვის ჩამოეცილებინათ ,,ხალხის მტრის” შვილის დამღა. სიმონი ყოველთვის ამაყობდა ნიკათი, მისი ერუდიციითა და ინტელექტით, ხშირად აქებდა მას და ამბობდა: ,,Все знает, всё знает”.

1962 წლის აგვისტოში მარიკას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. მან გაიკეთა ოპერაცია და გაიარა მკურნალობის სათანადო კურსი, მაგრამ მეტასტაზი უკვე ხერხემალში იყო გასული.

მარიკას კრიზისული მდგომარეობის დროს, დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა - პრაქტიკულად იგი დაბრმავდა.

მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი შემოქმედებითი შთაგონება კი არ დაიშრიტა, არამედ, პირიქით, პოეტური სიმწიფის ახალ სტადიაში შევიდა. ამისი დადასტურებაა ის შესანიშნავი ნაწარმოებები, რომელიც ამ პერიოდში შექმნა პოეტმა.

მარიკა უსიტყვოდ ითმენდა აუტანელ ტკივილებს, არც კი კვნესოდა. რათა სიმონს თავისი მეტად გამახვილებული სმენითა და ინტუიციით არ გაეგო და არ ეგრძნო მისი ტანჯვა-წამება. ექიმებმა შეძლეს მარიკას ჯანმრთელობის დროებითი გაუმჯობესება და 1964 წლის მარტში იგი ფეხზე წამოდგა. მარიკა ყოველთვის შესისხორცებული იყო სიმონის შემოქმედებით ცხოვრებასთან, ხოლო პოეტის ავადმყოფობისას სულ უფრო განუყრელი გახდა.

ს. ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წელის 22 აპრილს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

სიმონის გარდაცვალების შემდეგ, მარიკას სანამ შეეძლო ადიოდა მთაწმინდაზე და უვლიდა თანამეცხედრის სასუფეველს. მომაკვდავმა ითხოვა, მისი გვამის კრემაციის შემდეგ ფერფლი სიმონის საფლავზე მიმოებნიათ. ეს თხოვნა შეუსრულეს. პოეტის საფლავზე დარგული ბროწეულის ხის ფესვებს ქვეშ ჩადგეს მარიკას ფერფლის პატარა ურნა.

კატეგორია: ბიოგრფიები | ნანახია: 2555 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 4.3/15
სულ კომენტარები: 5
5  
kargi saiti magram cota shripti gaizardos uketesi iqneba.
:D:):D:))))

4  
goradze 11 wlis

3  
......

2  
vina stqva.didqos patara iyos
chemi samshoblo didebis girsi 1 rveli kupleti :D
QartlShi Vin hpova igi ?

1  
iqneb simon chiqovanis leqsi ''vina stqva'' dadot (dgesve)

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი
200