revaz inanishvilis biografia - 12 მარტში 2010 - Персональный сайт
ხუთშაბათი, 24.04.2014, 04:41მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » revaz inanishvilis biografia
13:31
revaz inanishvilis biografia

 

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.

1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.

1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო "სამგორის” არხის მშენებლობაზე.

1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.

1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში”.

1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.

1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.

1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილასრედაქტორი.

პირველი მოთხრობა „სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები [რედაქტირება]

  • „მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან" (1958)
  • „წვეთები ფოთლებზე" (1962)
  • „ცოსფერი გორგალი" (1968)
  • „საღამო ხანის ჩანაწერები" (1971)
  • „ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა" (1974)
  • „ჩიტების გამომზამთრებელი" (1978).

მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც [რედაქტირება]

  • „ბედნიერი მთა" (1960)
  • „ბოიბო" (1964)
  • „სად ცხოვრობს მეზღაპრე" (1970)
  • „მგლის ლეკვები" (1973)

მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები [რედაქტირება]

  • „არდადეგები"
  • „დაბრუნებული ღიმილი"
  • „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"
  • „ფერმა მთაში"
  • „ზაფხული სოფლად" („პასტორალი", თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
  • „ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)
  • „ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია)

რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კატეგორია: ბიოგრფიები | ნანახია: 7720 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 3.8/21
სულ კომენტარები: 531 2 3 4 5 6 »
0
53 nino surguladze   (04.03.2014 20:33)
me dzaliaan momewona kidev dadet asetebi yvelgan yvela mweralze

0
52 nino surguladze   (04.03.2014 20:32)
debili shen xar mari rac weria isic unda ikmaro tanac sakmaod moklea

0
51 irakli   (03.02.2014 15:39)
mitxari da davdeb

0
50 irakli   (03.02.2014 15:38)
romeli nawarmoebi ginda

0
49 irakli   (03.02.2014 15:30)
shemeshala

0
48 irakli   (03.02.2014 15:29)
ra cotaa amis deda vtir damiwerese 2 ni

0
47 123   (02.02.2014 16:11)
nino debili iqnebi da xar

0
46 123   (09.12.2013 14:43)
dzalian magaria

0
45 tamar   (30.10.2013 00:09)
dzalian magari mweralia iko .. inanishvilze konferencia maqvs da yvelaze magari meqneba.. dzalian saintereso biografia aqvs da dzalian sasintereso nawarmoebebi magalitad iseti rogoricaa ,,lamazi cremlebi"

0
44 sandro   (28.10.2013 18:05)
it is good :)

1-10 11-20 21-30 31-40 41-50 51-52
სახელი *:
Email:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 0
სტუმარი: 0
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი
200