ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:12მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 12 » murman lebanizde biografia
13:27
murman lebanizde biografia

მურმან ლებანიძე დაიბადა 1922 წლის 14 ნოემბერს, დაბა აღსთაფაში. 1940 წელს, საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1948 წელს. მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში. 1948 წელს მურმან ლებანიძე დაოჯახდა, მისი მეუღლე გახდა ელენე ჭავჭავაძე.

მოღვაწეობა [რედაქტირება]

1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის მთარალ რედაქტორად. 1978 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანია, თავმჯდომარედ. შოთა რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძეს ეკუთვნის ლექსებისა და პოემების კრებულები „რჩეული" (1972), „ანისის აღბა" (1972), „უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი" (1974), „რჩეული ლირიკა" (1977), „რჩეული" (1979): საბავშვო წიგნები „ბიჭები" (1963), „ოთხი დრო" (1964) და სხვა.

ლებანიძის შემოქმედებითი ინტერესების სფერო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ამან განაპირობა სინამდვილის სხვადასხვა ასპექტის და ნაირგვარი პოეტური თემის ასახვა მის პოეზიაში. ლებანიძის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ ემყარება წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს. პოეტმა შეძლო ახლებურად აეჟრეტებინა ქართული სიტყვა და ახლებურად განეჭვრიტა თანამედროვე ადამიანის სულიერი სამყარო, ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.

ლებანიძე თამამად ეხმაურებოდა პირადული თუ საზოგადოებრივი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს. მისი პოეტური თვალთახედვა უპირატესად კონკრეტულ, უშუალოდ აღსაქმელ მოვლენებზეა მიმართული. ამასთან, მის მიერ ასახული უაღრესად ინტიმური მოვლენებიც მხარვრული განზოფადების ხარისხშია ატანილი. გრძნობა თუ ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სანტიმენტალურობისა და პათეტიკურობისაგან. ვერსიფიკაციის სფეროში მან კიდევ უფრო განავითარა პაროდიული სტილი და სასაუბრო მეტყველება. მის ლექსს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და ტირმის დინამიკურობა. პოეტი მუდამ საზოგადოებრივი ცხოვრების შუაგულში ტრიალებს. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, დიდი სამამულო ომის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები.

თარგმანები [რედაქტირება]

მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური, კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ძველი ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის , რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზისიის მიკროანთოლოგია (კრებული „უკვდავი ყვავილები", 1971). .

კატეგორია: ბიოგრფიები | ნანახია: 1698 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 4.2/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი