პარასკევი, 19.04.2024, 16:54მოგესალმები სტუმარი | RSS
GEOVAR.Tk sauketeso
საიტის მენიუ
Block title
ბიოგრფიები [15]
გამოჩენილი ადამიანების ბიოგრფიები [0]
მწერლების ბიოგრაფიები [1]
მეფეები [9]
მოთხრობები-ლექსები [2]
ისტორია [1]
შესვლის ფორმა
ძებნა
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ilia wavwavadze
16:04
ilia wavwavadze

ილია ჭავჭავაძე (1837-1907)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური. 1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში, 1852 წლიდან თბილისის გიმნაზიაში, 1857 წლიდან კი - პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. თავიდანვე ინტენსიურად სწავლობდა საქართველოს ისტორიას და ქართულ მწერლობას. სტუდენტობის წლებში დაწერა ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც ახალი ეტაპი შექმნეს XIX ს-ის ქართულ ლიტერატურასა და მხატვრული აზროვნების ისტორიაში. მისი წერილი "ორიოდე სიტყვა" იქცა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლის საწყისად. 1861 საქართველოში დაბრუნდა. 1963 დააარსა ჟურნალი "საქართველოს მოამბე". სხვადასხვა დროს მუშაობდა მომრიგებელ შუამავლად, მოსამართლედ. 1875 აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ. 1881 წლიდან იყო მისივე დაარსებული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879-1885 "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო 1885 წლიდან - თავმჯდომარე. 1877 დააარსა გაზეთი "ივერია". 1906 რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს. მან მთელი თავისი ენერგია ქართველი ხალხის კონსოლიდაციას, ეროვნული და სოციალური თვითშეგნების გამოცოცხლებისა და ამაღლების საქმეს შეალია. იგი იყო XIX ს-ის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულის ჩამდგმელი და წინამძღოლი.

ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ილია ჭავჭავაძის ფონდი 1053 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და სამსახურეობრივი საქმიანობის ამსახველი მასალა;
2) მისდამი მიძღვნილი სიტყვები და ლექსები;
3) შემოქმედებითი;
4) მიმოწერა;
5) მასალები ოლღა გურამიშვილის შესახებ;
6) სხვადასხვა.
კატეგორია: ბიოგრფიები | ნანახია: 3537 | დაამატა: elioza | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
3 teona kvinikadze  
0
da romel wels gatxovda

2 teona kvinikadze  
0
rodissa

1 elene  
0
romel wels gardaicvala

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title
მინი-ჩეთი